logo
ENG

კობახიძე: მოვითხოვთ, ISFED-მა დაასახელოს უბნების იმ 8%-ის ჩამონათვალი, სადაც დისბალანსი იყო

14 დეკ 202011:07
3 წუთის საკითხავი
 
ირაკლი კობახიძე სამართლიან არჩევნებისგან ითხოვს, წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ დისბალანსი საარჩევნო უბნების 8%-ში გამოვლინდა. 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ტყუილს უწოდებს ელენე ნიჟარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარალელური დათვლის შედეგები არ ცვლის ოქმებში არსებულ დისბალანსს და არჩევნების შესახებ არსებულ პრობლემებს ძალაში ტოვებს. 

"ეს შეფასება არის ისეთივე უხეშად მცდარი, როგორიც იყო PVT-ის პირველადი მონაცემები. ბიულეტენების მეტობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოოდ დაფიქსირდა 3 878 უბნიდან მხოლოდ 19 უბანზე და ჭარბი ბიულეტენების რაოდენობა იყო 2 მილიონამდე ბიულეტენიდან 25 ბიულეტენი. 

გარდა ამისა, ჩვენ გავაანალიზეთ სამართლიანი არჩევნების სარჩელების და გასაჩივეებული უბნების საფუძვლიანი ანალიზი და დავადგინეთ, რომ ბიულეტენების სიჭარბე ამ უბნების არათუ 8, არამედ 1%-იც არ დაფიქსირებულა. PVT-ის დეტალური ანგარიშის თანახმადაც, ბიულეტენების მეტობა ათასამდე დათვლილი უბნიდან მხოლოდ რამდენიმე უბანზე აღნიშნა, საიდანაც მეტ-ნაკლებად არსებითი დისბალანსი მხოლოდ 3 უბანზე დაფიქსირდა". - თქვა კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელთან 17 ნოემბრის შეხვედრაზე ოცნების წევრებმა სთხოვეს ნიჟარაძეს, გაეკეთებინა განმარტებები აღნიშნულ 8%-თან დაკავშირებით, თუმცა, "ნიჟარაძის პასუხები სუსტი იყო".

"მოვითხოვთ, ISFED-მა უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების 8%-ის ჩამონათვალი, სადაც, მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი". - თქვა კობახიძემ. 

11 დეკემბრის საღამოს ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა. 

განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ PVT დათვლის შეცვლილი შედეგების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.

ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, მისი მტკიცებით, შეხვედრაზე, "2-3 კვირის წინ შედგა", მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დაინტერესდნენ. 

თავად სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე გამოთქვამს ეჭვებს, რომ შესაძლოა უსმენენ და ორგანიზაციის ინფორმაცია არჩევნების ოქმების პარალელური დათვლის დროს შეცდომის დაშვების შესახებ მმართველ გუნდამდე სწორედ ამ გზით მივიდა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი PVT-ის შედეგებით მანიპულირებს, ვინაიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პრობლემა ე.წ კარუსელები და დისბალანსია, რომელიც უბნების 8%-ში გამოვლინდა. 

სამართლიანი არჩევნების 1-ლ ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უბნების 8%-ში გამოვლენილი დისბალანსის შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%.

საქმე ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიერ არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლას ეხება, რომელიც არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა. 

სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

close დახურვა